ფეხბურთი

11:52 | 8.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

პეტერ შმეიხელი: „მსაჯმა მიუტევებელი შეცდომა დაუშვა. კამათი კიდევ დიდხანს გაგრძელდება“

დანიის ნაკრებისა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდარულმა მეკარემ, სკანდინავიელთა ახლადელი კარის დარაჯის, კასპერ შმეიხელის მამამ, ჟურნალისტებს ინგლისსა და დანიას შორის ევრო 2020-ის ნახევარფინალში (2:1) დანიშნული საკამათო თერთმეტმეტრიანის შესახებ ესაუბრა.

„ეს პენალტი არ იყო. მსაჯმა მიუტევებელი შეცდომა დაუშვა და ამის თაობაზე კამათი კიდევ დიდხანს გაგრძელდება. დანიელთა მარცხს გაცილებით მშვიდად შევხვდებოდი ინგლისელებს უამრავი მომენტიდან რომელიმე რომ გამოეყენებინათ.

ტელეფონი სავსე მაქვს გზავნილებით. ყველა მწერს, რომ პენალტი არ იყო.

მიუხედავად ამისა, ჩვენ ვამაყობთ დანიის ნაკრებით,“ - ციტირებს შმეიხელის სიტყვებს Goal.com

0.132654