იტალიის ნაკრების ნახევარმცველმა ჟორჟინიომ ესპანეთის ნაკრებთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, იტალია არასდროს ნებდება და ეს არის ერთიანი გუნდი, ნამდვილი ოჯახი.
„დიდებულია. ვიცოდით, რომ გაგვიჭირდებოდა, მაგრამ შედეგს მივაღწიეთ, რადგან ამის ბოლომდე გვჯეროდა. გამარჯვება დავიმსახურეთ. გადამწყვეტი პენალტი? იმ მომენტში ვცდილობდი დამევიწყებინა ყველაფერი, გამეკეთებინა ის, რისთვისაც ვვარჯიშობდი, ვაკონტროლებდი სუნთქვას და გავაკეთე ის, რისი გაკეთებაც ვიცი. ეს გუნდი არასდროს ნებდება, იტალია არასდროს დანებდება. ეს გუნდი ყველაფერს იმსახურებს, რადგან ეს არის გუნდი, რომელიც ერთად იტანჯება, ერთად თამაშობს, ერთად ხუმრობს, ზოგჯერ კამათობს, მაგრამ ეს ოჯახია. ვინც სკამზეა, სხვას ეხმარება, ეს ყველაზე ძალიან ლამაზია“, - თქვა ჟორჟინიომ, რომელმაც გადამწყვეტი პენალტი გაიტანა.
შეგახსენებთ, იტალიის ნაკრებს ფინალში 11 ივლისს, ინგლისის ან დანიის ნაკრებთან შეხვედრა ელოდება. რობერტო მანჩინის გუნდს 34-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, ხოლო ევროპის ჩემპიონატის ფინალში მეოთხედ გავიდა.