„ბარსელონას“ ფეხბურთელი ჟერარ პიკე იტალია - ესპანეთის პენალტების სერიას გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ყოველთვის ის იგებს, ვინც სერიას იწყებს, რაც სწორი არ არის.
„შემთხვევითი არ არის, რომ ევროპის ჩემპიონატსა და კოპა ამერიკაზე ოთხივე პენალტების სერიაში იმ გუნდებმა იმარჯვეს, რომლებმაც სერია დაიწყეს. სტატისტიკის თანახმად, პირველ შემსრულებელს უფრო მეტი ვარიანტი აქვს და არ მიმაჩნია სწორად, რომ მსგავს გათამაშებაში თავიდანვე წამგებიან პოზიციაში ხარ“, - დაწერა პიკემ.
საინტერესოა, რომ მეოთხედფინალში ესპანეთმა შვეიცარიასთან პირველი დაიწყო პენალტების სერია და იმარჯვა კიდეც. თუმცა, ამჯერად არ გაუმართლა. შეგახსენებთ, იტალიამ პენალტების სერიაში 4:2 იმარჯვა და ფინალში გავიდა.