ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა დანიასთან მატჩამდე კომენტარი გააკეთა. ინგლისელმა სპეციალისტმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ინგლისს ფინალში არასდროს უთამაშია, ხოლო დანია კრისტიან ერიკსენის ამბავმა კიდევ უფრო გააერთიანა.
„მათ ძალიან კარგი გუნდი ჰყავთ. შემოდგომაზე ორჯერ ვეთამაშეთ, ვიცით, როგორია მათი სტატისტიკა და ვიცით, რა ძნელია მათი დამარცხება. ვფიქრობ, ახლა უფრო ძლიერები არიან, ვიდრე მაშინ იყვნენ. რა თქმა უნდა, ერიკსენის დაკარგვა დიდი დარტყმა იყო მათთვის, მაგრამ ამას შესანიშნავად გაუმკლავდნენ. ვფიქრობ, ემოციური მუხტი დაიჭირეს, გულშემატკივართან მათი კავშირი უფრო გაძლიერდა.
ჩვენის მხრივ, ძალიან კარგია, რომ მხარდაჭერა გვექნება და ამ ენერგიას შევიგრძნობთ. მატჩის ბედს მოედანზე მიღებული გადაწყვეტილებები გადაწყვეტს. ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული როგორ ითამაშებს გუნდი, დაცვაშიც და შეტევაშიც. ჩვენ ეს ტიტული არასდროს მოგვიგია და მათ ამ კუთხით უკეთესი სტატისტიკა აქვთ. მეჩვენება, რომ ჩვენს ქვეყანაში ზოგჯერ ავიწყდებათ, რომ ფინალშიც არასდროს ვყოფილვართ. ამიტომ, ფეხბურთელებს კარგი შესაძლებლობა აქვთ ამ წარმატებას მიაღწიონ“, - თქვა საუთგეიტმა.
შეგახსენებთ, ინგლისი - დანიის მატჩი 7 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.