„ლაციოს“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, მაურიციო სარიმ, ჟურნალისტებს კრიშტიანუ რონალდუს შესახებ მოუთხრო, რომელთანაც „იუვენტუსში“ მუშაობდა.
„რონალდუსთან მუშაობა ადვილი არ არის. ის საერთაშორისო ბრენდია. ამიტომ, მისი პირადი ინტერესები გუნდისას უნდა შეეწყოს. ეს კი პრობლემებს წარმოშობს. მე მწვრთნელის მოვალეობას უკეთ ვასრულებ, ვიდრე მენეჯერისას. ამიტომ, ასეთი ურთიერთობები არ მომწონს და მალე მწყინდება.
მართალია, რონალდუსთან რთულია მუშაობა. მაგრამ, მეორე მხრივ, მას ბევრი დადებითი მოაქვს გუნდისთვის. ის უფრო მეტია, ვიდრე გუნდი. ბოლო დროს რატომღაც ცალკეულ ფეხბურთელებზე მეტი მესმის, ვიდრე გუნდებზე.“ - ციტირებს სარის სიტყვებს Sport Italia.