ფეხბურთი

13:25 | 6.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი: „კოპა ამერიკის ფინალში არგენტინასთან შეხვედრა მსურს“

ბრაზილიის ნაკრების ლიდერმა, ნეიმარმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ მიმდინარე კოპა ამერიკა 2021-ის ფინალში არგენტინის ნაკრებთან შეხვედრა სურს.

„არგენტინასთან შეხვედრა მინდა. ნახევარფინალში მათ ვუქომაგებ. ამ გუნდში ბევრი მეგობარი მყავს. ფინალში კი ბრაზილია გაიმარჯვებს.“ - ციტირებს ნეიმარის სიტყვებს AmericaTV.

წუხელ ბრაზილიელებმა ტურნირის პირველ ნახევარფინალში, პერუს ეროვნულ გუნდს 1:0 მოუგეს. ერთადერთი გოლი 35-ე წუთზე ლუკას პაკეტამ გაიტანა ნეიმარის პასით.

მეორე ნახევარფინალურ მატჩში ერთმანეთს არგენტინისა და კოლუმბიის ნაკრებები შეხვდებიან 7 ივლისს, ქალაქ ბრაზილიაში. თამაში თბილისის დროით დილის 5 საათზე დაიწყება.

ფინალი კი 11 ივლისს გაიმართება რიო დე ჟანეიროს „მარაკანას“ სტადიონზე.

0.126638