საქართველოს ნაკრების 28 წლის ცენტრალური მცველი, დათა ხოჭოლავა, დანიური “კოპენჰაგენის” ფეხბურთელი გახდა. ამ ინფორმაციას „შახტარისა“ და „კოპენჰაგენის“ ოფიციალური ვებ-გვერდები ადასტურებენ.
ხოჭოლავა „შახტარში“ 2017 წლიდან თამაშობდა. ამ ხნის განმავლობაშო მან დონეცლკელთა შემადგენლობაში 83 შეხვედრა ჩაატარა და 3 ბურთი გაიტანა. სამჯერ (2018, 19, 20) გახდა უკრაინის ჩემპიონი, ორჯერ მოიგო ქვეყნის თასი (2018,19) და ერთხელაც სუპერთასი (2017).
„კოპენჰაგენში“ ხოჭოლავა თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა და კონტრაქტი 2025 წლამდე გააფორმა.