ფეხბურთი

10:52 | 6.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

„ტოტენჰემი“ სეფეროვიჩით დაინტერესდა

„ტოტენჰემმა,“ შესაძლოა, „ბენფიკას“ თავდამსხმელი, ჰარის სეფეროვიჩი შეიძინოს - გვამცნობს Mirror.

„დეზების“ ახალი მთავარი მწვრთნელი, ნუნუ ეშპირიტუ სანტუ, შეტევის ხაზის გაძლიერებას გეგმავს და 29 წლის შვეიცარიელს მისაღებ ვარიანტად მიიჩნევს. არც „ბენფიკა“ ყოფილა უარზე და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, მზადაა სეფეროვიჩი გაყიდოს.

გასულ სეზონში სეფეროვიჩმა „ბენფიკაში“ 48 მატჩი ჩაატარა, 26 ბურთი გაიტანა და შვიდი საგოლე პასი შეასრულა. მიმდინარე ევრო 2020-ზე კი ხუთ შეხვედრაში სამჯერ გამოიჩინა თავი.

0.10861