მადრიდის „ატლეტიკომ“ ბრაზილიური „ფლუმინენსედან“ 20 წლის თავდამსხმელი მარკოს პაულო გაიფორმა. სამხრეთ ამერიკელის ტრანსფერი ესპანური კლუბის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.
მარკოს პაულომ სამედიცინო შემოწმება გაიარა, „ატლეტიკოს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
20 წლის ფეხბურთელი „ფლუმინსენსეში“ 2018 წლიდან 73 მატჩში 14 გოლი გაიტანა. ის ბრაზილიელია, მაგრამ პორტუგალიის 19-წლამდე ნაკრების წევრია.