ფეხბურთი

17:14 | 5.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

გატუზო: "მე რასისტი არ ვარ, არც სექსისტი და არც ჰომოფობი"

იტალიელმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ ბოლო დროს მასთან დაკავშირებულ საკითხებზე პირველი კომენტარი გააკეთა. რინომ აღნიშნა, რომ ის არ არის რასისტი, სექსისტი ან ჰომოფობი და ეს მხოლოდ ხალხის მოგონილი ამბავია.

„პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ მენდესი ჩემი აგენტი არ არის. ის ჩემი მეგობარია და მხოლოდ რჩევებს მაძლევს. უბრალოდ განსხვავებული შეხედულებები მქონდა „ფიორენტინას“ ხელმძღვანელობასთან შედარებით ტრანსფერებთან დაკავშირებით. მე არ შევხვედრივარ პრეზიდენტ როკო კომისოს.

რაც შეეხება „ტოტენჰემს“, არ ვფიქრობ, რომ შეთანხმების ვერმიღწევის მიზეზი 10 წლის წინ გაკეთებული განცხადებები იყო. უფრო მეტიც, მე არ ვარ რასისტი, არც სექსისტი და არც ჰომოფობი. ჩემი განცხადებების სხვანაირად იყო ინტერპრეტირებული.

დიახ, მე ტრადიციული ადამიანი ვარ, მაგრამ ჩემს ნებისმიერ ყოფილ თანაგუნდელს შეგიძლიათ ჰკითხოთ, ვარ თუ არა რასისტის, სექსისტი ან ჰომოფობი. მჯერა, რომ ადამიანმა საკუთარი ცხოვრებით უნდა იცხოვროს და არ იცხოვროს იმ ცხოვრებით, რასაც მისგან სხვები ელიან“, - თქვა გატუზომ.

შეგახსენებთ, რომ ჯენარო გატუზომ „ფიორენტინას“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე მხოლოდ 23 დღე იმუშავა და შემდეგ უკვე ლონდონის „ტოტენჰემში“ გადასვლაც ჩაეშალა, რადგან ინგლისური გუნდის ფანებმა მას რასისტი და ჰომოფობი უწოდეს.

0.116317