საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელმა კარიმ ბენზემამ პირველად გააკეთა კომენტარი ევრო 2020-ზე „მამლების“ წარუმატებლობის შემდეგ. ბენზემამ თქვა, რომ ისინი უფრო ძლიერები დაბრუნდებიან.
„მინდოდა გუნდი მწვერვალზე მენახა. მადლობას ვუხდი გულშემატკივრებს, რომ ჩვენი ყოველთვის გჯერათ. წარუმატებლობა და სირთულეები გვიბიძგებს, რომ საკუთარ თავს ვაჯობოთ. ეს მხოლოდ შესვენებაა, ჩვენ უფრო ძლიერი დავბრუნდებით. მადლობას ვუხდი ჩემს თანაგუნდელებს, მწვრთნელებს და საფრანგეთს, რომ ასე თბილად რეაგირებდნენ ჩემს დაბრუნებაზე“, - დაწერა ბენზემამ.
შეგახსენებთ, კარიმ ბენზემამ ევრო 2020-ზე ოთხი თამაში ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა, თუმცა მისი გუნდი ასპარეზობას მერვედფინალში გამოეთიშა.