ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველი სესარ ასპილიკუეტა თვლის, რომ იტალიის ნაკრების რიგებში ყველაზე სახიფათო მოთამაშე ლონდონის „ჩელსიში“ მისი თანაგუნდელი ჟორჟინიოა.
როგორც ასპილიკუეტამ აღნიშნა, რაც უფრო ნაკლებად მისცემენ ჟორჟინიოს თავისუფლებას, მით უფრო მეტი შანსი ექნებათ გამარჯვებისთვის.
„იტალია ძლიერი გუნდია, რომელსაც შესანიშნავი შედეგები აქვს, სათამაშო სტილი შეიცვალა და ცდილობს ბურთი უფრო მეტად შეინარჩუნოს, თვითონ ითამაშოს. ჟორჟინიო? ის საოცარი მოთამაშეა, რაც დაამტკიცა, როგორც „ჩელსიში“, ისე იტალიაში. მას უყვარს ბურთის ფლობა და თამაშის კონტროლი. ის ძალიან ჭკვიანი ფეხბურთელია და რაც უფრო ნაკლებად იქნება სამშაბათს მთავარ როლში, მით უფრო მეტი შანსი გვექნება თამაშის კონტროლისთვის.
ინსინიე? პირადად არ ვიცნობ, მაგრამ ვიცი, რომ მოედანზე შეიძლება ძალიან სახიფათო იყოს. ევროპის ჩემპიონატზე შესანიშნავად თამაშობს, ძალიან ტექნიკური და სწრაფია. ჩვენ თავს გუნდურად დავიცავთ და გუნდურად შევუტევთ, იტალიელი თავდამსხმელების სიძლიერე ვიცით“, - თქვა ასპილიკუეტამ.
შეგახსენებთ, იტალიისა და ესპანეთის ნაკრებთა მატჩი 6 ივლისს, ლონდონში გაიმართება.