ფეხბურთი

23:10 | 4.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

"საბურთალომ" "ტორპედოს" აჯობა, ეროვნულ ლიგაში პაუზა გამოცხადდა

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 21-ე ტურში თბილისში, „საბურთალოსა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ შეხვედრით დასრულდა.

იმერულ გუნდში ფინანსური პრობლემების გამო მთავარი გუნდის ფეხბურთელებმა თამაშზე უარი თქვეს და მოედანზე დუბლშემადგენლობა და ასაკობრივი გუნდის მოთამაშეები გავიდნენ.

შედეგად, „საბურთალოს“ 3 ქულის მოპოვება არ გასჭირვებია და მეტოქეს იოლად, 3:0 მოუგო. თბილისურმა გუნდმა 35 ქულა დააგროვა სატურნირო ცხრილში მესამე-მეოთხე ადგილებს გორის „დილასთან“ ერთად იყოფს, ხოლო „ტორპედო“ 19 ქულით „თელავთან“ ერთად მერვე-მეცხრე პოზიციებზეა.

საქართველოს ჩემპიონატში ახლა საზაფხულო პაუზამ დაისადგურა და სეზონი 7 აგვისტოს განახლდება.

„საბურთალო“ – „ტორპედო“ 3:0 (2:0)

გოლები: 1:0 შულაია (30), 2:0 ოდუკო (43), 3:0 ნონიკაშვილი (52)

0.121867