ფეხბურთი

16:22 | 4.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოიარსაბალი: "იტალია ძლიერია, მაგრამ ესპანეთიც იგივე დონეზე დგას და გამარჯვება შეგვიძლია"

ესპანეთის ნაკრების თავდამსხმელმა მიკელ ოიარსაბალმა იტალიის ნაკრებთან ევრო 2020-ის ნახევარფინალის წინ კომენტარი გააკეთა. ესპანელი ფეხბურთელი ფიქრობს, რომ მეტოქე ძალიან ძლიერია, მაგრამ ასევე ესპანეთის ნაკრებიც და მხოლოდ საკუთარ თავზე უნდა იფიქრონ.

„ძალიან რთული მატჩი იქნება. იტალიამ აჩვენა მისი დონე, შესანიშნავ ფორმაში არიან, მაგრამ ჩვენც ასე ვართ და ყურადღება სწორედ ამაზე უნდა გავამახვილოთ, საკუთარ თავზე უნდა ვიფიქროთ და გამარჯვების მეტი შანსი გვექნება. უნდა ვენდოთ ჩვენს თავს და დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება.

ბონუჩის და კიელინის წინააღმდეგ თამაში? ვეცდები ვაჯობო და გოლი გავიტანო. იტალია მაღალი დონის გუნდია და ისინი შესანიშნავი ფეხბურთელები არიან, მაგრამ მათგან არაფრით განვსხვავდებით“, - ოიარსაბალმა.

შეგახსენებთ, იტალიისა და ესპანეთის ნახევარფინალური მატჩი 6 ივლისს, ლონდონში გაიმართება.

0.117007