ფეხბურთი

0:08 | 4.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

სპინაცოლას ტრავმაზე პროგნოზი გამართლდა: აქილევსის მყესი გაწყვეტილია

"რომასა" და იტალიის ნაკრების მცველ ლეონარდო სპინაცოლას სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა, რომელმაც მძიმე ტრავმის შესახებ მანამდე გავრცელებული მოლოდინი დაადასტურა.

სპინაცოლას აქილევსის მყესი აქვს გაწყვეტილი და საოპერაციოა. ქირურგიული ჩარევა მას 7 ივლისს, ფინეთში ჩაუტარდება და ამის შემდეგ გახდება ცნობილი, რა პერიოდით ვერ მოახერხებს მოედანზე გასვლას.

შეგახსენებთ, რომ ლეონარდო სპინაცოლა ევრო 2020-ზე შესანიშნავად თამაშობდა და ორჯერ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა. 28 წლის ფეხბურთელი ბელგიასთან (2:1) შეხვედრის მიწურულს დაშავდა.

0.122002