ფეხბურთი

21:25 | 3.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჩეხებმა დანიელებს საკუთარი ნაკრების მაისურა აჩუქეს, ერიკსენის გვარის წარწერით

ევრო 2020-ის მეოთხედფინალური მატჩის წინ, ჩეხეთის ნაკრების კაპიტანმა, ტომაშ სოუჩეკმა, დანიელ კოლეგას, სიმონ კიაერს, ჩეხეთის ეროვნული გუნდის მაისურა აჩუქა, კრისტიან ერიკსენის გვარის წარწერით.

10-ნომრიან მაისურას ერიკსენის გამოჯანმრთელების სურვილის სიტყვები აწერია და ჩეხეთის ფეხბურთელების ავტოგრაფებიც ახლავს.

შეგახსენებთ, რომ დანიელთა ლიდერმა, ერიკსენმა, ევრო 2020-ის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში ფინელების წინააღმდეგ, მოულოდნელად გონება დაკარგა. ექიმების თქმით, ის ცოტა ხანს ვერ სუნთქავდა. თუმცა, ბოლოს ყველაფერი კარგად დამთავრდა. ერიკსენი ჰოსპიტალში გადაიყვანეს და ახლა თავს კარგად გრძნობს.

0.114326