ფეხბურთი

19:52 | 3.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ხოჭოლავას მიმართ "კოპენჰაგენის" ინტერესი სერიოზულია

საქართველოს ნაკრების მცველ დავით ხოჭოლავას დანიური „კოპენჰაგენი“ იწვევს. bt.dk-ის ცნობით, კლუბის სპორტული დირექტორი პეტერ კრისტიანსენი, როგორც შარშან, ახლაც სერიოზულადაა დაინტერესებული 28 წლის ფეხბურთელით.

გამოცემა წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ხოჭოლავა „შახტარის“ ძირითადი შემადგენლობის წევრი არაა, ეს დანიელთა ინტერესს არ ცვლის და მათ ჩვენებურის გადაბირება მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი.

ქართველ ფეხბურთელს სხვა წინადადებებიც აქვს და სხვა კლუბებიც არიან დაინტერესებულნი. ამიტომ, თავის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება უახლოეს პერიოდში მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ დავით ხოჭოლავა დონეცკის „შახტარში“ 2017 წლიდან თამაშობს და სამჯერ გახდა უკრაინის ჩემპიონი.

0.119829