ფეხბურთი

15:45 | 3.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

სპინაცოლა: "შეუძლებელი არაფერია, მალე დავბრუნდები"

იტალიის ნაკრების ფეხბურთელმა ლეონარდო სპინაცოლამ მძიმე ტრავმის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, მალე დაბრუნდება.

„სამწუხაროდ, ყველამ იცის, რაც მოხდა, მაგრამ ჩვენი ოცნება გრძელდება და ამ დიდი გუნდთან ერთად შეუძლებელი არაფერია. მე შემიძლია გითხრათ, რომ მალე დავბრუნდები, დარწმუნებული ვარ“, - დაწერა სპინაცოლამ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ლეონარდო სპინაცოლამ ბელგიასთან მატჩის მიწურულს მძიმე ტრავმა მიიღო და სავარაუდოდ მინიმუმ 4 თვე ვერ ითამაშებს.

0.127837