ფეხბურთი

12:27 | 3.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

დე ბრუინი: "ჩვენთვის რთული ტურნირი იყო, ბოლო ორ თვეში ბევრი პრობლემა მქონდა"

ბელგიის ნაკრების ლიდერმა კევინ დე ბრუინმა იტალიასთან (1:2) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ბელგიისთვის ძალიან რთული ჩემპიონატი იყო, რადგან მისი მიმდინარეობისას ფეხბურთელებმა ბევრი ტრავმა მიიღეს.

„ჩვენთვის რთული ტურნირი იყო, ბევრი ტრავმა გვქონდა, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლეთ. პირველ ტაიმში იტალია ჩვენზე უკეთესი იყო, თუმცა მეორე ნახევარში მეტი საგოლე მომენტი შევქმენით. შეგვეძლო გოლის გატანა, მაგრამ ვერ მოვახერხეთ. მადლობას ვუხდი სამედიცინო პერსონალს ბოლო ოთხ დღეში გაწეული სამსახურისთვის. მარცხენა კოჭის ტრავმით ვთამაშობდი, ეს ადვილი არ იყო.

ჩვენ უმაღლესი დონის გუნდთან წავაგეთ. ვეცდებით, მსოფლიოს ჩემპიონატი მოვიგოთ, მაგრამ მანამდე ფიზიკურად უნდა გამოვჯანმრთელდე. ბოლო ორი თვის განმავლობაში ძალიან ბევრი პრობლემა მქონდა, თუმცა, გუნდის დასახმარებლად ყოველთვის ყველაფერს ვაკეთებდი“, - თქვა დე ბრუინმა.

შეგახსენებთ, იტალიის ნაკრები ნახევარფინალში 6 ივლისს, ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

0.116645