ფეხბურთი

2:39 | 3.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლეონარდო სპინაცოლამ უმძიმესი ტრავმა მიიღო

იტალიის ნაკრების ფეხბურთელმა ლეონარდო სპინაცოლამ მძიმე ტრავმა მიიღო. ბელგიასთან მატჩში 28 წლის მცველმა აქილევსის მყესი დაიზიანა და დიდი ალბათობით, მიმდინარე წელს ვეღარ ითამაშებს.

სპინაცოლა ევრო 2020-ზე დიდებულად თამაშობდა და 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ორჯერ კი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.

ჯერჯერობით, იტალიის ნაკრების სამედიცინო შტაბს დასკვნა არ დაუდია, მაგრამ ტრავმა, რომ სერიოზულია ეს რობერტო მანჩინიმაც დაადასტურა.

0.127009