8 ოქტომბერს, საქართველოს 19-წლამდეფეხბურთელთანაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს დაიწყებს. გიორგი დევდარიანის გუნდი სრული მობილიზებით ემზადება. მიზანი, როგორც ყოველთვის ერთია – ქულათა მაქსიმუმის დაგროვება და ელიტრაუნდში ჯგუფის პირველი ადგილით გასვლა.
სამწუხაროდ, ვერ ავცდით საკადრო პრობლემებს. ტრავმების გამო, გუნდს შესარჩევში ვერ დაეხმარებიან ნაკრების ძირითადი შემადგენლობის სტაჟიანი წევრები – გიორგი თევზაძე და ჯემალ ტაბიძე. გიორგი დევდარიანის რჩეული 18-კაციანი სია კი, ასეთია:
მეკარეები:ოთო გოშაძე („ქასიმფაშა“, თურქეთი), ბექა ქურდაძე („საბურთალო“).
მცველები:გაგი მარგველაშვილი, გრიგოლ ჩაბრაძე (ორივე „საბურთალო“), ზურაბ გელაშვილი („ტორპედო“, ქუთაისი), ზურაბ მალანია („შუქურა“, ქობულეთი).
ნახევარმცველები:გიორგი კილასონია, ოთარ კიტეიშვილი (ორივე „მეტალურგი“, რუსთავი), ლადო მოხევიშვილი („ლევანტე“, ესპანეთი), გიორგი ხარაიშვილი („საბურთალო“), გიორგი ბერიძე („დილა“, გორი).
თავდამსხმელები:ლუკა ზარანდია („გენკი“, ბელგია), აკაკი შულაია („მერანი“, მარტვილი), მათე კვირკვია („ვიტ ჯორჯია“), ილია კერძევაძე („სამტრედია“), რომან ჭანტურია („ემპოლი“, იტალია), ცოტნე მესხი („შუქურა“, ქობულეთი), გიორგი არაბიძე („ლოკომოტივი“ თბილისი).
დღეს, 15:15 წუთზე, „მიხეილ მესხის“ სტადიონის მედიაცენტრში ნაკრების მთავარი მწვრთნელი – გიორგი დევდარიანი ტურნირისწინა ოფიციალურ პრესკონფერენციას გამართავს, 15:30 წუთიდან კი, 19-წლამდე ნაკრების მატჩისწინა ოფიციალური ვარჯიში დაიწყება.
აქვე შეგახსენებთ ევროშესარჩევის განრიგს:
8 ოქტომბერი
14:00 - რუმინეთი – კვიპროსი (სტადიონი „მიხეილ მესხი“-2)
16:00 - საქართველო – მონტენეგრო (სტადიონი „მიხეილ მესხი“)
10 ოქტომბერი
14:00 - რუმინეთი – მონტენეგრო (სტადიონი „მიხეილ მესხი“-2)
16:00 - კვიპროსი – საქართველო (სტადიონი „მიხეილ მესხი“)
13 ოქტომბერი
16:00 - საქართველო – რუმინეთი (სტადიონი „მიხეილ მესხი“)
16:00 - მონტენეგრო – კვიპროსი (სტადიონი „მიხეილ მესხი“-2)
სფფ-ის პრესსამსახური