ფეხბურთი

21:45 | 2.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ლესტერმა" "ლილიდან" სუმარე დაიმატა

"ლესტერმა" 22 წლის ფრანგი ფეხბურთელი ბუბაქარი სუმარე დაიმატა. "ლილის" აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელის სანაცვლოდ ინგლისელებმა 17 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადეს, ხოლო ახალგაზრდა მოთამაშესთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმეს.

სუმარე "პარი სენ ჟერმენის" აკადემიის აღზრდილია და "ლილმა" 2017 წელს დაიმატა. გასულ სეზონში ბუბაქარიმ 43 მატჩი ჩაატარა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. ფრანგი ფეხბურთელი ლიგა 1-ის გამარჯვებულიც გახდა.

0.112179