ფეხბურთი

21:22 | 2.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჰიტონი "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნდა

"ასტონ ვილას" აწ უკვე ყოფილი მეკარე ტომ ჰიტონი "მანჩესტერ იუნაიტედში" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. როგორც "წითელი ეშმაკების" ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, 35 წლის მეკარემ მშობლიურ კლუბთან 2+1 სისტემის კონტრაქტი გააფორმა.

ჰიტონი "მანჩესტერ იუნაიტედის" აკადემიის აღზრდილია, თუმცა პირველი გუნდის მაისურით მატჩი არასდროს ჩაუტარებია. ტომს კარიერის განმავლობაში "სუინდონის", "ანტვერპენის", "კარდიფის", ქპრ-ს, "კარდიფის", "ბარნლის" და "ასტონ ვილას" ღირსებას იცავდა. ბირმინგემულ გუნდში ჰიტონმა 20 შეხვედრა ჩაატარა და 35 გოლი გაუშვა.

0.119585