ფეხბურთი

17:56 | 2.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი აბურჯანია კარიერას პორტუგალიაში გააგრძელებს

გიორგი აბურჯანია ახლოსაა "ჟილ ვისენტეში" ტრანსფერთან". A Bola-ს ინფორმაციით, პორტუგალიურმა გუნდმა 26 წლის ქართველ ფეხბურთელთან შეთანხმებას მიაღწია და გარიგების ოფიციალურად დადასტურებას ელოდებიან.

აბურჯანია პორტუგალიურ კლუბს, რომელიც უმაღლეს დივიზიონში თამაშობს, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთება. მას პორტუგალიაში აქამდე არ უთამაშია.

შეგახსენებთ, გიორგი აბურჯანიამ რამდენიმე დღის წინ ესპანური „კარტახენა“ დატოვა. მას არაერთ გუნდში უთამაშია, მათ შორის გორის „დილაში“, „ლუგოში“, „ანორთოსისში“, „ხიმნასტიკში“, „სევილიას“ მეორე გუნდში, „ოვიედოსა“ და „ტვენტეში“, საქართველოს ნაკრებში კი 20 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი.

0.114939