ფეხბურთი

15:26 | 2.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბილი გილმორი "ნორვიჩში" ითამაშებს

ლონდონის „ჩელსის“ ნიჭიერი ნახევარმცველი ბილი გილმორი კარიერას „ნორვიჩში“ გააგრძელებს. შოტლანდიელი ახალ გუნდს ერთწლიანი იჯარით შეუერთდა.

გილმორს „ჩელსიში“ სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონდა დ ამიტომაც, არჩევანი „ნორვიჩზე“ შეაჩერა. სქოთი ფეხბურთელი ემილიანო ბუენდიას შემცვლელად განიხილება, რომელიც „ასტონ ვილაში“ გადავიდა.

გასულ სეზონში 20 წლის შოტლანდიელმა „ჩელსის“ რიგებში მხოლოდ 11 მატჩი ჩაატარა და გოლი არ გაუტანია.

0.109205