ფეხბურთი

12:46 | 2.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: გიორგი კოხრეიძე "გრენობლის" ფეხბურთელია

გიორგი კოხრეიძე „გრენობლში“ ითამაშებს. ფრანგულმა კლუბმა ინფორმაცია საკუთარ ვებგვერდზე ოფიციალურად დაადასტურა.

„მოგესალმებით“ - ქართული სიტყვით დახვდნენ გიორგის საფრანგეთში და მასთან 3-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საფრანგეთში ვარ და „გრენობლთან“ კონტრაქტი გავაფორმე. მჯერა ეს განვითარებაში დამეხმარება. გუნდს შარშან კარგი სეზონი ჰქონდა და ლიგა 1-ში გადასასვლელად ცოტა დააკლდა. ფანების რამდენიმე ვიდეო ვნახე, სტადიონზე ძალიან ცხელი ატმოსფეროა, ზოგიერთი უკვე დამიკავშირდა კიდეც. ახლა, ჩემი პრიორიტეტია, რომ ფრანგული ენა, რაც შეიძლება მალე ვისწავლო და სრულად ინტეგრირება მოვახერხო“, - ციტირებს „გრენობლის“ ვებგვერდი გიორგის სიტყვებს.

შეგახსენებთ, გიორგი კოხრეიძე „გრენობლს“ „საბურთალოდან“ შეუერთდა, რომლის მაისურით 163 თამაშში 39 გოლის გატანა შეძლო და საქართველოს ჩემპიონიც გახდა. „გრენობლი“ გასულ სეზონში ლიგა 1-ში გადასასვლელ პლეი ოფში „ტულუზასთან“ დამარცხდა (0:3).

0.116454