ავტოსპორტი

1:44 | 2.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

„მერსედესი“ სარბოლო ავტომობილის სრულყოფას აღარ აპირებს

„მერსედესის“ შეფი ტოტო ვოლფი ამბობს, რომ „რედ ბულთან“ ზედიზედ ოთხი წაგების მიუხედავად, მისი გუნდი არჩეულ გზას არ გადაუხვევს და კვლავ მომავალი სეზონის მანქანაზე მუშაობას გააგრძელებს. მას არ სურს, რომ ინჟინრები ამჟამინდელ მანქანაზე მუშაობით მოცდნენ.

მომავალი სეზონიდან ფორმულა 1-ში ახალი რეგლამენტი ამუშავდება და ის რამდენიმე სეზონით დარჩება. იმის გათვალისწინებით, რომ სეზონებს შორის, გუნდებს მანქანს სრულყოფისთვის შეზღუდული შესაძლებლობები აქვთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ თავიდანვე კონკურენტუნარიანი ტექნიკა მოამზადონ. ეს მათ მოწინავეთა შორის ყოფნის გარანტიას, რამდენიმე სეზონის განმავლობაში მისცემს.

„ეს იოლი გადაწყვეტილება არაა. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ახალი რეგლამენტის შესაბამისად, ახალი მანქანა მხოლოდ მომავალი სეზონისთვის არ იქმნება. ის რამდენიმე სეზონზე უნდა იყოს გათვლილი. მაგრამ ყველა ამ სტრატეგიას არ მისდევს. „რდ ბულს“ ეტყობა, რომ ახალ დტალებზე ისევ მუშაობენ, რადგან ხუთშაბათობით და პარასკევობით, ტრეკზე მათი სატვირთო ავტომობილები მოდის. მათი ესმის, ასეთი სტრატეგია მუშაობს. რბოლების დროს, ისინი ცალკე ლიგაში არიან“, - ამბობს ვოლფი.

ის ამბობს, რომ ახლანდელ მანქანაზე მუშაობის შემთხვევაში, ამ სეზონში გუნდის კონკურენტუნარიანობა გაიზრდება. მაგრამ ამით შეიძლება მომავალი რამდენიმე სეზონი რისკის ქვეშ დადგეს.

ვოლფი ფიქრობს, რომ ადრე თუ გვიან, სხვა გუნდებიც შეწყვეტენ ახლანდელ მანქანებზე მუშაობას, რადგან თუ ამას მალე არ გააკეთებენ, მომავალ სეზნბს რისკის ქვეშ დააყენებენ. ეს კი არავის სურს. ასე რომ, დადგება მომენტი, როცა მეტოქეები უპირატესობის გაზრდას შეწყვეტენ და ჩემპიონობისთვის ბრძოლა, ახალი ძალით გაჩაღდება.

0.113705