ფეხბურთი

23:49 | 1.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

მარტინესი: "სამწუხაროა, რომ ტურნირის ორი საუკეთესო გუნდი ერთმანეთს ასე ადრე ხვდება"

ბელგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა იტალიის ნაკრებთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. ესპანელი სპეციალისტის განცხადებით, ცუდია, რომ ასეთ ნაადრევ ეტაპზე ტურნირის ორი საუკეთესო გუნდი ერთმანეთს ხვდება.

მანვე კევინ დე ბრუინისა და ედენ აზარის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გააკეთა კომენტარი და მათი თამაში არ გამორიცხა.

„ერთმანეთის წინააღმდეგ ტურნირის ორ საუკეთესო გუნდს ვნახავთ. სამწუხაროა, რომ ეს ასე ნაადრევ ეტაპზე მოხდება. დეტალები შექმნის განსხვავებას. იტალიას დიდ პატივს ვცემთ, მათ ფანტასტიკური ფეხბურთელები და სოლიდური გუნდი ჰყავთ. იტალია აქამდე შინ თამაშობდა და ახლა მიუნხენში ვართ. ეს მათთვის ბევრ რამეს შეცვლის.

რუსეთში გამართული მუნდიალის შემდეგ ჩვენი გუნდი გაიზარდა და უფრო მოწიფული გახდა. პორტუგალიასთან თამაშმა ბევრი რამ გვასწავლა. გვჭირდა, მაგრამ მომეწონა იმის ნახვა, თუ როგორ ვიცავდით თავს მათი უპირატესობისგან.

დე ბრუინი და აზარი? გადაწყვეტილების მიღება ჯერ ადრეა, უკანასკნელ საათს მივიღებთ, მაგრამ უფრო ექიმები, ვიდრე მე. რთული იქნება, მაგრამ ყოველი საათის გასვლის შემდეგ იმედი იზრდება. მინდა დე ბრუინი მოედანზე იყოს, რადგან თავის პოზიციაზე მსოფლიოში საუკეთესოა. მას ედენზე მეტი შანსი აქვს, რომ ითამაშოს“, - თქვა მარტინესმა.

შეგახსენებთ, ბელგია - იტალიის მატჩი 2 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

0.11036