ფეხბურთი

23:10 | 1.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

"დილამ" "ლოკომოტივს" აჯობა და მესამე ადგილზე აღზევდა

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 21-ე ტურში გორის „დილამ“ თბილისის „ლოკომოტივს“ უმასპინძლა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

ანდრეი დემჩენკოს გუნდი მე-18 წუთზე თორნიკე კაპანაძემ დააწიანურა, რომელმაც თბილისელთა მეკარის, რევაზ თევდორაძის შეცდომით ისარგებლა. ეს გოლი ტაიმში ერთადერთი გამოდგა და გორელები შესვენებაზე დაწინაურებული გავიდნენ.

„ლოკომოტივმა“ 62-ე წუთზე მამია გავაშელიშვილის გოლით გაათანაბრა, მაგრამ „დილამ“ ხელმეორედ წინ გასვლა სწრაფად მოახერხა. კამარამ გაიტანა და გორელებმა უშუალო კონკურენტს მოუგეს, რის შედეგადაც სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე აღზევდნენ.

„დილას“ 35 ქულით უკავია მესამე პოზიცია, ხოლო თბილისის „ლოკომოტივი“ 33 ქულით მეოთხე ადგილზე იმყოფება.

„დილა“ – „ლოკომოტივი“ 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 კაპანაძე (18), 1:1 გავაშელიშვილი (62), 2:1 კამარა (71)

0.111449