საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ლიგის სუპერფინალში გამოსვლა დაასრულა. დეიან სტანოევიჩის გუნდი მეშვიდე ადგილისთვის საფრანგეთს დაუპირისპირდა და მარცხი განიცადა.
ფრანგი წყალბურთელი გაცილებით უკეთ ირჯებოდნენ და იოლად იმარჯვეს. საქართველოს ნაკრებმა განსაკუთრებით სუსტი თამაში შეტევაშ აჩვენა და მეტოქეს მხოლდო 5 გოლი გაუტანა, საბოლოოდ კი 5:10 დამარცხდა.
დეიან სტანოევიჩის გუნდმა მსოფლიო ლიგის სუპერფინალში ასპარეზობა იაპონიასთან გამარჯვებით დაიწყო, მაგრამ მერე მიჯრით 5 თამაში წააგო და პრესტიჟულ ტურნირზე ბოლო, მერვე პოზიცია დაიკავა.
საქართველო - საფრანგეთი 5:10 (1:3, 1:3, 1:2, 2:2)