ფრანგმა ვეტერანმა ნახევარმცველმა, ფრანკ რიბერიმ. „ფიორენტინა“ კონტრაქტის დასრულების გამო დატოვა.
„იისფერთა“ 38 წლის ფეხბურთელთან ხელშეკრულებას ვადა გუშინ, 30 ივნისს გაუვიდა. დღეს კი კლუბმა ტვიტერში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ფრანკს მადლობას უხდის.
წლეულს მარტიდან უკვე დადიოდა ხმები, რომ რიბერის ფლორენციული კლუბის დატოვება სურდა. იმასაც ამბობდნენ, მისით ბუნდესლიგის რამდენიმე კლუბია დაინტერესებულიო.
რიბერი „ფიორენტინაში“ 2019 წელს გადავიდა. მანამდე, 12 წლის განმავლობაში ის მიუნხენის „ბაიერნში“ თამაშობდა.