ძიუდო

1:42 | 1.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

კახაბრიშვილი: "ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ბექაური ოლიმპიადისთვის ფორმაში იყოს"

საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ექიმმა ზურაბ კახაბრიშვილმა ქართველი ძიუდოისტის, ლაშა ბექაურის ტრავმაზე კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ლაშა რეაბილიტაციის პერიოდს იწყებს და ყველაფერს გააკეთებენ, რომ ტოკიოს ოლიმპიადისთვის ფორმაში იყოს.

“ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა კონსილიუმი, რომელშიც ჩართული იყვნენ რადიოლოგები, ორთოტოპედები, ტრავმატოლოგები, სპორტული მედიცინის წარმომადგენლები. ესწრებოდნენ, როგორც ფედერაციის წარმომადგენლები, ისე მწვრთნელები და მინდა გითხრათ, რომ ყველაფერი კარგადაა, დინამიკაში ყველაფერი დასტაბილურდა და ინდივიდუალურად ვიწყებთ სპეციფიურ მზადებას რეაბილიტაციასთან ერთად. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ოლიმპიადამდე გამოჯანმრთელდეს, რათა ქართველი გულშემატკივარი გაახაროს“, - თქვა კახაბრიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ლაშა ბექაურმა ტრავმა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე მიიღო. ტოკიოს ოლიმპიადა და 23 ივლისს დაიწყება.

0.117218