„მე ერთადერთი ადამიანი ვარ მსოფლიოში, ვინც ვითომ ბრძლას გამართავს და ამაში 100 მილიონ დოლარს აიღებს“, - განაცხადა ფლოიდ მეივეზერმა, ვინც „ვითომ ბრძოლაში“, იუთუბერ ლოგან პოლთან საჩვენებელი შეხვედრა იგულისხმა.
მეივეზერს პოლთან შეხვედრამდეც და მას შემდეგაც, ბევრი აკრიტიკებს. მიმომხილველები და კრივის მოყვარულები ირწმუნებიან, რომ მეივეზერი პოლთან რინგზე არ უნდა ასულიყო. მეივეზერი კი არავის უსმენს და ღიმილით ამბობს, რომ ბანკის ლეგალური მძარცველია.
„ვარ თუ არა ბანკის მძარცველი? შესაძლოა, რადგან სპორტში არ მეგულება ადამიანი, ვინც ჩენს ასაკშია და ასეთ საქმეს აბამს თავს“, - ამბობს 44 წლის მეივეზერი, ვისაც პროფესიონალურ კარიერაში, 50 ბრძოლა აქვს გამართული და ყველა მოიგო, მათგან 27 ნოკაუტით.
მართალია, საჩვენებელ ბრძოლას მთვლელი მსაჯები არ ჰყოლია, მაგრამ მიმომხილველთა უმეტესობა თვლის, რომ მეივეზერს მასზე გაცილებით დიდ და მძიმე მეტოქესთან უპირატესობა ჰქონდა. მეივეზერმა მეტი დარტყმა შეასრულა, მაგრამ მაღალი პოლი დისტანციას იყენებდა, რათა უძლეველი მეტოქისგან ნოკაური აეცილებინ თავიდან. თუმცა ალბათ მეივეზერისთვის ნოკაუტით მოგება სასურველი არც იყო, რადგან ბრძოლის მყიდველ ტელე მაყურებელს, რვავე რაუნდის ხილვა სურდა.