საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ლიგის სუპერფინალში მეხუთე ადგილზე გასვლის შანსი დაკარგა, რადგან ყაზახეთის ნაკრებთან დამარცხდა და ახლა მაქსიმუმი მეშვიდე ადგილი თუ იქნება.
დეიან სტანოევიჩის გუნდი მეხუთე ადგილისთვის ბრძოლაში ნახევარფინალურ მატჩში ყაზახეთს გაეჯიბრა, რომელთანაც თავიდან აგებდა, მაგრამ მეორე პერიოდი დიდებულად ჩაატარა 5:0 მოიგო და დაწინაურდა. თუმცა, მთელ თამაშში ეს ერთადერთი მონაკვეთი გამოდგა, რომელიც საქართველომ მაღალ დონეზე ჩაატარა.
ბოლო პერიოდის წინ ქართველთა უპირატესობა 3 ბურთს შეადგენდა, მაგრამ ყაზახებმა ჩამორჩენა აღმოფხვრეს (4:1 ბოლო პერიოდში) და თამაშის ძირითადი დრო ფრედ 11:11 დასრულდა.
შედეგად, გამარჯვებული პენალტების სერიაში გაირკვა, სადაც ქართველებმა ექვსიდან 4 პენალტი გაიტანეს, ხოლო ყაზახებმა 5 და გამარჯვებაც სტუმრებს დარჩათ, რომლებიც მეხუთე ადგილისთვის იაპონიას შეხვდებიან, ხოლო საქართველოს ნაკრები მეშვიდე ადგილისთვის საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა 1 ივლისს გაიმართება და მსოფლიო ლიგის სუპერფინალიც დასრულდება.
საქართველო - ყაზახეთი 11:11 (2:3, 5:0, 3:4, 1:4) პენ: 4:5