ტურინის „იუვენტუსი“ კრიშტიანუ რონალდუს გუნდიდან წასვლის შემთხვევაში, ალტერნატიულ ვარიანტად „მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელ გაბრიელ ჟესუსს განიხილავს.
იტალიური მედიის თანახმად, თავად ბრაზილიელიც არ არის წინააღმდეგი, რომ კარიერა სხვა კლუბში გააგრძელოს, რადგან მას პეპ გვარდიოლასთან სათამაშო დრო არ აქვს და იმ შემთხვევაში, თუ „სიტი“ ჰარი კენს დაიმატებს, „ქალაქელები“ ჟესუსს ადვილად შეელევიან.
აღსანიშნავია ისიც, რომ მასიმილიანო ალეგრი „პარი სენ ჯერმენიდან“ მაურო იკარდის დამატების შესაძლებლობასაც განიხილავს. გარდა ამისა, „იუვენტუსი“ გეგმავს, რომ პაულო დიბალასთან კონტრაქტი განაახლოს, რომელიც მომავალ წელს იწურება.
აქვე გეტყვით, რომ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, კრიშტიანუ რონალდუ „იუვესთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს.