ფეხბურთი

12:30 | 30.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

რაბიოს დედამ პოგბას და მბაპეს ოჯახებთან იჩხუბა

საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველის, ადრიენ რაბიოს დედამ, ვერონიკა რაბიომ შვეიცარიასთან მატჩის შემდეგ ტრიბუნებზე კილიან მბაპესა და პოლ პოგბას ოჯახის წევრებთან იჩხუბა. ამის შესახებ RMC Sport-ი იტყობინება.

როგორც გამოცემა წერს, რაბიოს დედა პენალტების დასრულების შემდეგ ჯერ პოგბას ოჯახს დაუპირისპირდა და ამის მიზეზი მატჩის ბოლო წუთზე პოგბას მიერ დაკარგული ბურთი გახლდათ (შეტევა შვეიცარიელთა მესამე გოლით დასრულდა). შემდგომ ქალბატონმა ვერონიკამ მბაპეს ოჯახის წევრებთან გადაინაცვლა და მათ გადამწყვეტი პენალტის გაცუდებისთვის ეჩხუბა.

წყაროს თანახმად, რაბიოს დედას ორივე ოჯახისთვის ურჩევია, რომ თავიანთი შვილები უფრო მეტად გაკიცხონ და გააკრიტიკონ, რათა ნაკლებად ქედმაღლები იყვნენ. მწვავე დისკუსია რამდენიმე წუთს გაგრძელებულა.

შეგახსენებთ, საფრანგეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატს, მერვედფინალში, შვეიცარიასთან მოულოდნელი მარცხის შემდეგ გამოეთიშა.

0.118741