ფეხბურთი

17:06 | 29.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო: "გრიზმანის შეცვლა არ შეიძლებოდა"

იტალიური „რომას“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ საფრანგეთის ნაკრების მარცხში დიდიე დეშამი დაადანაშაულა. პორტუგალიელის აზრით, ანტუან გრიზმანის შეცვლა არ შეიძლებოდა.

„დეშამი შეცდა. სავარაუდო დამატებით დრომდე გრიზმანის შეცვლა 89-ე წუთზე დაუშვებელი იყო. საბოლოოდ დამატებითი დრო დაინიშნა და გრიზმანი შეცვლილი ყავდა. ამას გამოცდილება სჭირდება“, - თქვა მოურინიომ.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაკრები შვეიცარიას 3:1-ს ამარცხებდა, მაგრამ ბოლო 10 წუთში უპირატესობა გაანიავა და შემდეგ უკვე პენალტების სერიაში 4:5 დამარცხდა.

0.117407