„მანჩესტერ სიტიმ“ თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე 36 წლის ბრაზილიელ მცველ ფერნანდინიოსთან კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ დაწერა. ახალი ხელშეკრულება ძალაში 2021-22 წლების სეზონის ბოლომდე იქნება.
ფერნანდინიო „სიტიში“ 2013 წლის ზაფხულში გადავიდა დონეცკის „შახტარიდან.“ ამ ხნის მანძილზე მან „ქალაქელთა“ მასურით 350 მატჩი ჩაატარა და 24 გოლი გაიტანა.
„სიტისთან“ ერთად ბრაზილიელი ოთხჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი, ორჯერ დაეუფლა ქვეყნის სუპერთასს, ერთხელ ინგლისის თასს და ექვსჯერ ქვეყნის ლიგის თასს.