კარიმ ბენზემა საფრანგეთის ნაკრებში გატანილი გოლების რაოდენობით ზინედინ ზიდანს გაუთანაბრდა.
წუხელ, ევრო 2020-ის მერვედფინალურ მატჩში შვეიცარიელების წინააღმდეგ (3:3 პენალტებით 4:5), მან დუბლი შეასრულა და ჯამში „სამფეროვანთა“ მაისურით გატანილი 31 გოლი მოუგროვდა. ამდენივე აქვს ზიდანსაც.
ბენზემაზე მეტი საფრანგეთის ნაკრებში ხუთ მოთამაშეს გაუტანია: ტიერი ანრის (51 გოლი), ოლივიე ჟირუს (46), მიშელ პლატინის (41), ანტუან გრიზმანს (37) და დავიდ ტრეზეგეს (34).