ინგლისის ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი, ამჟამად კი ტელეანალიტიკოსი, გარი ლინეკერი, აღფრთოვანებული დარჩა ევრო 2020-ის გუშინდელი სათამაშო დღით.
„გუშინ ევროპის ჩემპიონატზე ორი მერვედფინალური შეხვედრა გაიმართა: ხორვატია - ესპანეთი და საფრანგეთი - შვეიცარია. პირველ შემთხვევაში ხორვატები 1:3 აგებდნენ, მაგრამ სასწაული მოახდინეს და ანგარიში გაათანაბრეს, შემდეგ დამატებით დროში წააგეს 3:5.
ფრანგები აშკარა ფავორიტებად მიიჩნეოდნენ და 3:1 იგებდნენ, მაგრამ აქაც დაუოკებელმა შვეიცარიელებმა მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება. ჯამში კი პენალტების სერიაში გაიმარჯვეს.
ორი ფანტასტიკური მატჩი. ალბათ ეს საუკეთესო საფეხბურთო დღე იყო, რაც კი მინახავს. არაჩვეულებრივი სანახაობა გახლდათ.“- წერს ლინეკერი ტვიტერში.