ფეხბურთი

16:31 | 28.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი აბურჯანია შესაძლოა "სანდერლენდში" გადავიდეს

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია შესაძლოა ინგლისურ „სანდერლენდში“ გადავიდეს. ესპანური მედიის ცნობით, ქართველმა ფეხბურთელმა "შავი კატებისგან" წინადადება უკვე მიიღო.

ჯერჯერობით უცნობია უფრო მეტი დეტალი, მაგრამ დიდი შანსია, რომ აბურჯანია მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში „სანდერლენდის“ პირველი შენაძენი გახდეს.

გიორგიმ რამდენიმე დღის წინ ესპანური „კარტახენა“ დატოვა და თავისუფალი აგენტია. მას არაერთ გუნდში უთამაშია, მათ შორის გორის „დილაში“, „ლუგოში“, „ანორთოსისში“, „ხიმნასტიკში“, „სევილიას“ მეორე გუნდში, „ოვიედოსა“ და „ტვენტეში“, საქართველოს ნაკრებში კი 20 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი.

„სანდერლენდი“ ინგლისში ძალიან პოპულარული კლუბია, მაგრამ ამჟამად საუკეთესო წლები ნამდვილად არ უდგას და პირველ ლიგაში თამაშობს (რანგით მესამე დივიზიონი პრემიერლიგისა და ჩემპიონშიფის შემდეგ).

0.115283