სხვა

17:49 | 27.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მონტენეგროსთან დამარცხდა

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ლიგის სუპერფინალში მეორე შეხვედრა ჩაატარა და ამჯერად მონტენეგროს ნაკრებს გაეჯიბრა.

დეიან სტანოევიჩის გუნდმა პირველ ტურში იაპონიასთან გამარჯვების შემდეგ მონტენეგროს ღირსეული წინააღმდეგობა ნამდვილად ვერ გაუწია და სოლიდური სხვაობით დამარცხდა.

მონტენეგრომ პირველივე წუთიდან მოიპოვა უპირატესობა, რომელიც თამაშის ბოლომდე არ გაუშვია ხელიდან და საბოლოოდ 19:8 იმარჯვა, რითაც 6 ქულა დააგროვა და ჯგუფის ლიდერია.

საქართველოს აქტივში კი ორი თამაშის შემდეგ 3 ქულაა და მესამე ტურში 28 ივნისს, აშშ-ს დაუპირისპირდება. აღსანიშნავია, რომ ჯგუფიდან ყველა გუნდი გადის და ისინი მეოთხედფინალში A ჯგუფის გუნდებთან ჯვარედინის სისტემით დაწყვილდებიან.

საქართველო - მონტენეგრო 8:19 (2:8, 4:6, 1:3, 1:2)

გოლები: 0:1 იოვიჩი, 0:2 უკროპინა, 1:2 ბარალდი, 1:3 იოვიჩი, 1:4 პერკოვიჩი, 1:5 იოვიჩი, 1:6 ვიდოვიჩი, 1:7 დრაშკოვიჩი, 2:7 ბარალდი, 2:8 მატკოვიჩი, 2:9 იოვიჩი, 3:9 მესხი, 3:10 პერკოვიჩი, 3:11 მატკოვიჩი, 4:11 შუშიაშვილი, 4:12 მატკოვიჩი, 5:12 შუშიაშვილი, 5:13 უკროპინა, 6:13 მესხი, 6:14 მატკოვიჩი, 6:15 მატკოვიჩი, 7:15 იელაჩა, 7:16 ვიდოვიჩი, 7:17 ობრადოვიჩი, 7:18 დრაშკოვიჩი, 8:18 შუშიაშვილი, 8:19 დრაშკოვიჩი

0.11605