იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ ავსტრიასთან გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, მისთვის ასეთი რთული თამაში მოულოდნელობა არ ყოფილა და ამას ელოდა კიდეც.
„დამსახურებულად მოვიგეთ, მიუხედავად იმისა, რომ ბოლოს გოლი გავუშვით. პირველ ტაიმში საგოლე მომენტები გვქონდა, მაგრამ ტაიმში დაღლილობა დაგვეტყო, მოედანიც დამძიმებული იყო, მაგრამ მოგება გვინდოდა და ეს დავიმსახურეთ.
თამაში შეცვლაზე შესული ფეხბურთელებით მოვიგეთ, რომლებიც თამაშში სწორი მენტალიტეტით ჩაერთვნენ. ვიცოდი, რომ რთული თამაში გვექნებოდა, ალბათ უფრო რთულიც, ვიდრე მეოთხედფინალი იქნება. რთულია აირჩიო მეტოქე ბელგიასა და პორტუგალიას შორის, ორივე ძლიერი გუნდია და რომ შემეძლოს, არცერთს ავირჩევდი. ასეთ სტილში მოგება კი შესაძლოა ჩვენთვის უკეთესი იყოს, წინ კი გრძელი გზაა და სამი თამაშია გამარჯვებამდე“, - თქვა მანჩინიმ.
შეგახსენებთ, იტალიის ნაკრები მეოთხედფინალში ბელგიისა და პორტუგალიის წყვილში გამარჯვებულს შეხვდება. მატჩი 2 ივლისს, მიუნხენში გაიმართება.