ფეხბურთი

20:46 | 26.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

მიულერი: „წინააღმდეგი არ ვიქნებით, თუ კეინი ჩვენთანაც ვერ გაიტანს“

გერმანიის ნაკრების შემტევი, ტომას მიულერი, ჟურნალისტებს ევრო 2020-ის მერვედფინალში ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ მოსალოდნელი მატჩის შესახებ ესაუბრა.

„ჯგუფურ ეტაპზე ორივე გუნდმა ჩაატარა კარგი მატჩებიც და არცთუ ისე კარგი. უნგრეთთან მეტს ველოდით, მაგრამ ახლა მერვედფინალია და შეხვედრას სულ სხვა დატვირთვა აქვს.

რაც შეეხება ჩემს ტრავმას. პრობლემა რომ მქონოდა, დღეს არ ვივარჯიშებდი. მუხლი ცოტა კი მაწუხებს, მაგრამ საკმაო გამოცდილება მაქვს, რათა ამ ვითარებას მოვერიო.

კეინი? საუკეთესო თავდამსხმელები ყოველთვის ინარჩუნებენ სიმშვიდეს და საკუთარ შანსს ელოდებიან. ვერ გეტყვით, რატომ ვერ გააქვს მას ამ ტურნირზე. თუმცა, წინააღმდეგი არ ვიქნებით, თუ ჩვენთანაც ვერ გაიტანს.“ - ციტირებს მიულერის სიტყვებს Bayern & Germany თავისი ტვიტერის გვერდზე.

0.113528