სხვა

17:55 | 26.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

წყალბურთი: საქართველოს ნაკრებმა იაპონია მძიმე ბრძოლაში დაამარცხა

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ლიგის სუპერლიგის ფინალში პირველი შეხვედრა ჩაატარა. დეიან სტანოევიჩის გუნდი თბილისში იაპონიას დაუპირისპირდა და მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა - 13:12.

მთელი თამაში დაძაბული გამოდგა და იაპონიას მისი გადარჩენის შანსი ბოლო წამებამდე ჰქონდა, მაგრამ ბოლო პერიოდში ქართველი მეკარე, ირაკლი რაზმაძე დიდებულად ირჯებოდა და საქართველოს გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა. საქართველოს ნაკრებმა 13 გოლი გაიტანა და აქედან 4-4-ჯერ თავი ანდრია ბითაძემ და ფაბიო ბარალდიმ გამოიჩინეს. სწორედ ცენტრფორვარდების დიდი დამსახურებაა საკმაოდ ძლიერ მეტოქესთან გამარჯვება.

საქართველოს ნაკრები მეორე ტურის შეხვედრას 27 ივნისს, მონტენეგროსთან გამართავს, რომელმაც დღესვე ჯგუფის მეორე მატჩში აშშ 10:6 დაამარცხა.

შეგახსენებთ, მსოფლიო ლიგის სუპერფინალს 1 ივლისის ჩათვლით თბილისი მასპინძლობს და 8 ნაკრები მონაწილეობას, საიდანაც 6 ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მონაწილეა. ორი ოთხგუნდიანი ჯგუფია, მისი დასრულების მერე კი გუნდები ასპარეზობას ჯვარედინი სისტემით პლეი-ოფში გააგრძელებენ.

იაპონია - საქართველო 12:13 (3:3, 2:4, 6:5, 1:1)

გოლები: 0:1 შუშიაშვილი, 0:2 ბარალდი, 1:2 ოკავა, 2:2 ოკავა, 3:2 ინაბა, 3:3 ბარალდი, 3:4 ვაპენსკი, 4:4 შიგა, 4:5 ბითაძე, 4:6 ბითაძე, 5:6 ინაბა, 5:7 ბითაძე, 6:7 შიგა, 6:8 ვაპენსკი, 6:9 ბარალდი, 7:9 ინაბა, 8:9 ინაბა, 8:10 ბარალდი, 9:10 ოკავა, 10:10 არაი, 10:11 ბითაძე, 11:11 ოკავა, 11:12 მაგრაქველიძე, 12:12 არაი, 12:13 ელაჩა

0.115178