სხვა

15:15 | 26.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ალექსანდრე წივწივაძე 18-წლამდე ევროპის ჩემპიონია

ქართველი ნიჩბოსანი ალექსანდრე წივწივაძე ევროპის 18-წლამდე ჩემპიონია. პოლონეთის ქალაქ პოზნაში მან 1000 მეტრზე ყველას აჯობა.

წივწივაზემ აღნიშნული დისტანცია 4.01 წუთში დაფარა და მეორე ადგილზე გასულ რუს მაქსიმ კარატაევს 1.4 წამით აჯობა

17 წლის ქართველი ნიჩბოსანი სხვადასხვა საკბრივ შეჯიბრებზე აქამდეც წარმატებით ასპარეზობდა და გასულ წელს ოლიმპიური იმედების ტურნირზე ორი ოქროს მედალიც მოიგო.

0.063657