შოტლანდიის ეროვნული ნაკრების მცველმა კირან ტირნიმ ლონდონის "არსენალთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა. აღნიშნულ ინფორმაციას "მეთოფეთა" ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, კირანმა ახალ, ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
ტირნი ლონდონელებმა 2019 წელს "სელტიკიდან" 27 მილიონ ევროს სანაცვლოდ დაიმატეს. გასულ სეზონში შოტლანდიელმა 38 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ორი გოლი და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა.