საბერძნეთის ეროვნული ნაკრების და ლონდონის "არსენალის" მცველი კონსტანტინოს მავროპანოსი 2021/22 წლების სეზონს იჯარს წესით "შტუტგარტში" გაატარებს. აღნიშნული ინფორმაცია გერმანული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. "შტუტგარტს" ასევე გამოსყიდვის უფლება აქვს დატოვებული.
მავროპანოსი "არსენალმა" 2018 წელს "იანინადან" დაიმატა. 2019/20 წლების სეზონის მეორე ნახევარი ბერძენმა იჯარის წესით "ნიურბერგში" გაატარა, ხოლო გასული სეზონი "შტუტგარტში", რომლის მაისურითაც 22 შეხვედრა ჩაატარა.