ფეხბურთი

16:48 | 25.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერ სიტი" ჯეკ გრილიშში 100 მილიონ გირვანქა სტერლინგს იხდის

„მანჩესტერ სიტი“ ინგლისის ნაკრებისა და „ასტონ ვილას“ ნახევარმცველ ჯეკ გრილიშს უახლოვდება. ბრიტანული მედიის ცნობით, დიდი შანსია, რომ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ტრანსფერი გაოფიციალურდეს.

„სიტი“ „ასტონ ვილას“ ინგლისელ ფეხბურთელში 100 მილიონ გირვანქა სტერლინგს სთავაზობს - 116 მილიონ ევროს. ტრანსფერი თუ შედგა, ეს იქნება პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული გარიგება.

პეპ გვარდიოლას გრილიში ძალიან მოსწონს და ამიტომაც, მის დამატებას ნებისმიერ ფასად ცდილობს.

გასულ სეზონში ჯეკ გრილიშმა ყველა ტურნირზე 27 მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარში 7 გოლის გატანა მოახერხა.

0.115051