ფეხბურთი

13:46 | 25.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ალვარო მორატა: "მე და ჩემს ოჯახს გვემუქრებიან"

ესპანეთის ნაკრების თავდამსხმელმა ალვარო მორატამ განაცხადა, რომ მას და მის ოჯახს ემუქრებიან. როგორც მან ესპანურ პრესას განუცხადა, გულშემატკივრებმა შვილების სიკვდილიც კი უსურვეს.

„პოლონეთის მატჩის შემდეგ 9 საათი არ მეძინა. მუქარა მივიღე, შეურაცხყოფა ჩემი ოჯახის მისამართით, ადამიანები ჩემი შვილების სიკვდილს მისურვებდნენ. რამდენიმე წლის წინ ეს ჩემზე იმოქმედებდა, მაგრამ ახლა კარგად ვარ, რამდენიმე დღე ყველაფრისგან იზოლირებული ვარ.

ალბათ ჩემი საქმე ვერ გავაკეთე, ისე, როგორც უნდა გამეკეთებინა, მესმის კრიტიკა, რადგან გოლი ვერ გავიტანე, მაგრამ მინდა, ამ ხალხმა თავი ჩემს ადგილას წარმოიდგინოს, წარმოიდგინონ, რას ნიშნავს, როცა შენს ოჯახს ემუქრებიან, ისინი ჩემს მეუღლეს და შვილებს ემუქრებიან“, - თქვა მორატამ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მორატას 3 შეხვედრაში 1 გოლი აქვს გატანილი და პოლონეთთან პენალტი გააცუდა. ესპანეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ხორვატიის ნაკრებს შეხვდება.

0.113383